CNN-ის ინფორმაციით, ჰონგ კონგელი ექსპერტის, ლეუნგის თქმით, ხალხი მზად უნდა იყოს, რომ კორონავირუსი გლობალური ეპიდემიის სახეს მიიღებს.
ექსპერტის თქმით, ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველ ექვს დღეში გაორმაგდება.
ვირუსის გავრცელების შედეგად კი 2 შედეგი დადგება -კარანტინის გამოცხადება სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ შესაძლოა კარანტინის გამოცხადება საკმარისი არ აღმოჩნდეს და ვირუსის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალოს.
ექსპერტის აზრით, ვირუსი დიდ ქალაქებში პიკს აპრილსა და მაისში მიაღწევს.