აშშ-ის, ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დამტკიცდა, რომ იმ ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რომლებიც სასმელს არ ეტანებიან, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათი, ვინც ალკოჰოლურ სასმელს ნორმის ფარგლებში იღებს.
კვლევის ფარგლებში სულ 1824 ადამიანი გამოიკვლიეს და შედეგის მიუხედავად, მეცნიერები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაში ზომიერად მსმელ ხალხზეა საუბარი და გადაჭარბებულმა სასმელის დოზამ შესაძლოა ადამიანს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნას.
კვლევის დასასრულს აღნიშნულია, რომ სჯობს ალკოჰოლს მიეძალო, ვიდრე სრულიად მოერიდო მას.