ყაზბეგიდან თბილისში ჩინელი ტურისტები გადაიყვანეს.
ტურისტების გადაყვანის მიზეზი მაღალი სიცხე და ვირუსის სიმპტომებია.
2 მცირეწლოვანი ბავშვი ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რაც შეეხება მათ თანმხლებ 7 ადამიანს, ექიმები სახლის პირობებში დააკვირდებიან, რადგან ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ.