ანტარქტიდაზე ყინული შედარებით სწრაფად ლღვება, ვიდრე მეცნიერები ვარაუდობდნენ.
საინფორმაციო სააგენტო Common Dreams-ის ინფორმაციით, ანტაქტიდის ყველაზე სახიფათო მყინვარი ქვემოდან ლღვება.
ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერების თქმით, ყინულის დნობის შედეგად ოკეანეებში წყლის დონე 3 მეტრით მოიმატებს.
როგორც ცნობილია, ოკეანეებში წყალი შედარებით თბილია, რაც ყინულის დნობას იწვევს.
მკვლევარები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ შეიძლება ყინულის ქვეშ მოქცეული წყალი უფრო თბილი იყოს, ვიდრე ოკეანის სხვა ნაწილებში.
მიუხედავად იმისა, რომ ოკეანეებში წყლის დონის 3 მეტრით მომატებას რამდენიმე წელი დასჭირდება, ეს ნიშნავს, რომ აშშ დაკარგავს 28 800 კვადრატულ მილ სანაპირო მიწას, რაც აიძულებს 12.3 მილიონ ადამიანს, რომელიც სანაპირო ზონაში ცხოვრობს, გადასახლდეს.