“ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ… მე ვერ ვიჯერებ… თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა”, — ეს სიტყვები უმრავლესობის ერთ-ერთ წევს და პარლამენტარს რევაზ არველაძეს ეკუთვნის.
“მთავარი არხის“ ჟურნალისტმა რევაზ არველაძეს ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შეეკითხა. ასევე ჰკითხა, რომ უნისეფის 2016 წლის კვლევის შედეგად ქვეყანაში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.