სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გურიაში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართა. შეხვედრა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ გახსნეს.
„სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგიც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაცია. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის, აუცილებელია მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს“, – განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ. ზურაბ ნასარაიამ რეგიონში, სახელმწიფოს მიერ ფერმერების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
გაიმართა დისკუსიაც, სადაც იმსჯელეს იმ გამოწვევების შესახებ რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.
(R)