კორონავირუსის შემდეგ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას აჭარბებს.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორონავირუის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია, 2050 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 3399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 34 546-მდე გაიზარდა.