ლეგენდარულ მულტფილმს „ტომი და ჯერი“ 80 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მულტფილმის პირველი სერია 1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა.
მულტფილმი კომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ის ანიმაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უილ ჰანამ და ჯო ბარბერამ შექმნეს და თავდაპირველად მას Puss Gets the Boot, კატას – ჯასპერი, თაგვს კი ჯინქსი ერქვა.
როდესაც 1955 წელს მულტფილმის პროდიუსერმა ფრედ ქუიმბიმ სტუდია MGM-ი დატოვა, ანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჰანას და ბარბერას დაავალეს. ფინანსური პრობლემების გამო 1957 წელს MGM-მა ანიმაციის დეპარტამენტი გააუქმა, ჰანამ და ბარბერამ კი თავიანთი კომპანია Hanna-Barbera დააფუძნეს.
1961 წელს MGM-მა მულტფილმის 13 ეპიზოდი ჩეხოსლოვაკურ სტუდია Rembrandt Films-ს შეუკვეთა და თითოეულ ეპიზოდში 10 ათასი დოლარი გადაიხადა. 1963-1967 წლებში მულტფილმის 34 ეპიზოდი კომპანია Sib Tower 12 Productions გამოუშვა. 1975 წლიდან „ტომისა და ჯერის“ საავტორო უფლებები უილ ჰანამ და ჯო ბარბერამ დაიბრუნეს, 1986 წელს კი კომპანია Hanna-Barbera კინოკომპანია Warner Bros.-ის შემადგენლობაში შევიდა.
საერთო ჯამში, 80 წლის განმავლობაში „ტომი და ჯერის“ 164 ეპიზოდი გადაიღეს. მულტფილმმა საუკეთესო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ 7 პრემია მოიგო.