მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირში, ფიზიკის მიმართულებით ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა. მეორე ადილზე ბათუმის #5 საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შავნაბდას საერო გიმნაზიმ დაიკავა.
ტურნირი, სახელწოდებით „ჩხირკედელა“ მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას და მისი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
“ჩხირკედელა” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტია. მოსწავლეები სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მუშაობენ და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტს ქმნიან.