ჩინეთში სამოქალაქო ჟურნალისტი დაიკარგა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა nbcnews ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადვოკატისა და ჟურნალისტის, ჩენ ქიუშის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას რამდენიმე დღეა ვერ უკავშირდებიან.
ჩენი კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრიდან ვიდეოებს აქვეყნებდა.
გასულ კვირას გამოქვეყნებულ პოსტში ჩენი ამბობდა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია და ამის ამსახველი მტკიცებულებები აქვს.
ჩენი ხელისუფლებას აკრიტიკებდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და არაეფექტურობაში.
ბოლო პოსტი მან ხუთშაბათს გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ოჯახის წევრები ვეღარ უკავშირდებიან. ის არც არავის უნახავს.
ჩენის მეგობარის ინფორმაციით, ის კარანტინში ძალით წაიყვანეს, თუმცა, აქვს კითხვები, რატომ არ აქვს ჩენს ტელეფონი ან დაუბრუნებენ თუ არა კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ.
Human RightsWatch-ში აცხადებენ, რომ ჩენის ოჯახის წევრებმა და მისმა მეგობარმაც, ჩინეთის ხელისუფლებას მიმართეს მასთან ლაპარაკის მოთხოვნით, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღიათ.
ნიუ-იორკში დაფუძნებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ამბობს, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა თქვას ჩენის ადგილსამყოფელი და უზრუნველყოს, რომ მედიამ კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ინფორმაცია შურისგების შიშის გარეშე გაავრცელოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩინურ მედია საშუალებებს ჩენის გაუჩინარებაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ.