მორიელი
ის არაჩვეულებრივია, საოცრად მიმზიდველი და ჭკვიანი. ამასთან, ითვლება, რომ სწორედ მორიელი ქალბატონია ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი ცოლი. მამაკაცი, რომელიც მის ქსელში გაეხვევა, ერთგვარ მონობას იწყებს. თუმცა, ასეთი დედოფლისთვის სამსახურის გაწევა ძალიან სასიამოვნოა და ნელ–ნელა მის რთულ ხასიათსაც ეჩვევი.
თევზები
თევზები ძალიან მიმზიდველები არიან, თუმცა ხშირად გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყნად არ ცხოვრობენ. პრაქტიკულობა არ გააჩნიათ, სამაგიეროდ ბევრი ემოციით არიან დატვირთული. ამასთან, ის მამაკაცის გონებას არ აურევს, განცდებს საკუთარ თავში ჩაიკლავს. იდუმალი მიზეზის გამო ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ქალი თევზების მიმართ ამოუხსნელი მიზიდულობა უჩნდებათ. ღრუბლებში მყოფ ქალბატონებთან განშორებისას, დიდი ხნის მანძილზე თვლიან, რომ ცხოვრება კატასტროფაა.
ლომი
ასეთი კავშირისთვის მხოლოდ გაბედული მამაკაცები არიან მზად. ლომი ცოლი ესაა სიმდიდრე და დითირამბები ყველაფერი ეს კი სასურველ ხარისხში. საუკეთესო ავტომანქანები, სამკაული… მისი მოთხოვნები არც ისე მოკრძალებულია. ასეთ ქალთან განშორების შემდეგ, ხვდებით რომ მხიარულება დაგაკლდათ.
მშვილდოსანი
ცოლი–ცეცხლი, „პატარა ეშმაკუნა“ – სწორედ ასე შეიძლება ვუწოდოთ მშვილდოსან ქალბატონს. ეს ვულკანი თვის გზაზე ყველაფერს წვავს. თუმცა, მშვილდოსანი ქალბატონი ყოველთვის მართალია და როგორც ცოლი იტყვის, ყველაფერი ისე უნდა მოხდეს.
ტყუპები
ცოლის ყველაზე საშიში სახეობა. ის იმდენად გამჭრიახია, რომ ყველა ადამიანს ამხელს. ზუსტად იცის, თუ როგორია მისი ქმარი სინამდვილეში. ტყუპები ერთგვარი აგენტია, რომელსაც ვერავინ ჩამოუვარდება.
ვერძი
საბედისწერო ქალბატონი, პოეტის ოცნება. ქალი ვერძი საუკეთესო რამაა რაც კი შეიძლება მამაკაცს შეემთხვას. ყოველ შემთვევაში თავად ქალი ასე ფიქრობს. უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს და მიაღწევს იმას, რომ ქმარი თავის გემოზე შეცვალოს. ამისათვის ნებისმიერ ხერხს მიმართავს.
სასწორი
ჭკვიანი, ლამაზი, კულინარი, ბრწყინვალე შეყვარებული – ეს ქალი სასწორია. სწორედ სასწორებს ეძახიან ნებისმიერი მამაკაცის ოცნებას. თუმცა, ეს ყველაფერი მამაკაცს იმ პერიოდებში ელის, როცა მისი უდიდებულესობა განწყობაზე იქნება. დანარჩენ შემთხვევაში სასწორმა შესაძლოა ისტერიკასაც მიმართოს.
ქალწული
ცოლი ქალწული საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა. ის პირველ რიგში ცდილობს, რომ ქორწინებაში საუკეთესო პარტნიორობა დამყარდეს და ამისთვის ორივე მხარის ინტერესებს თანაბრად ითვალისწინებს. თუ მამაკაცს ილუზია აქვს, რომ საჭეს თავად მართავს, გარკვეული დროის შემდეგ გაიაზრებს, ვინაა სახლის მთვარი დიასახლისი.
კურო
ასეთ ქალბატონზე დაუფიქრებლად უნდა იქორწინო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბუნებით ძალიან მხიარული ხარ. ის ძლიერი და ჭკვიანია და იქამდე არ დანებდება, სანამ რჩეულს წარმატებულ მამაკაცად არ აქცევს. თუ მზად ხარ მისი მეთოდები მიიღო და ამას მხიარულებად ჩათვლი, მაშინ არც დაფიქრდე!
თხის რქა
იდეალური მამაკაცი იდეალური ქალბატონის ცოლი უნდა იყოს – ასე ფიქრობს თხისრქა. ის ყოველთვის რაციონალურად ფიქრობს და ემოციებს არ აძლევს საშუალებას მის გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს. თუ საკუთარი მამაკაცი აირჩია, მაშინ რჩეულს სიცოცხლით სავსე სტაბილური ცხოვრება ექნება.
მერწყული
ქალი მერწყული მუდამ ახალგაზრდა, პოზიტიური და მსუბუქია და სიცოცხლით სავსე ატმოსფეროს ქმნის. მერწყულის შენს გემოზე მორგება მირაჟია, საკუთარ თავისუფლებას ის ყველაზე მაღლა აყენებს.
კირჩხიბი
რეიტინგის მთავარი გმირი. საუკეთესო ცოლი და მებრძოლი მეგობარი. ოჯახი კირჩხიბისთვის ყველაზე მაღლა დგას და სახლის მყუდროებას ყველაზე უკეთ აფასებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ულევი ენერგიის წყალობით მსოფლიოს დაპყრობა შეუძლიათ. ქალი კირჩხიბი იდეალური დედაა, მშვენიერი დიასახლისი, გონიერი მოსაუბრე – მოკლედ ქალი ნაკლის გარეშე.