სამტრედიაში თოვლი იშვიათად მოდის; წელსაც, როცა მეზობელ მუნიციპალიტეტებში გათოვდა, სამტრედიაში ერთი ფიფქიც არ ჩამოვარდნილა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ ქალაქში თოვლი ბოლოს 4 წლის წინ მოვიდა.
დღის მეორე ნახევარში თოვლის ფანტელების დანახვამ ყველა ძალიან გაამხიარულა – ადმინისტრაციული შენობიდან თანამშრომლები გარეთ გამოვიდნენ და თოვლში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. თოვლში ფოტოებს იღებდნენ რკინიგზელები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც.