შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებით და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით, – ამის შესახებ დონალდ ტუსკი Twitter-ზე წერს.
ევროსაბჭოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სასამართლო სისტემის გამოყენება არ შეიძლება.
„მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კანონის უზენაესობა არსებითია” – წერს დონალდ ტუსკი, რომელიც ამჟამად „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეა.