ჰონგ-კონგში შეიარაღებულმა პირებმა მაღაზიებიდან ტუალეტის ქაღალდის ასობით ხვეული გაიტაცეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
მაუწყებლის ინფორმაციით, გატაცებული ქაღალდების საერთო ღირებულება 1000 ჰონგ-კონგურ დოლარს შეადგენს.
როგორც ცნობილია, ტუალეტის ქაღალდების გატაცება პირველადი მოხმარების საგნების მწვავე დეფიციტს უკავშირდება, რაც კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული.