ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩაის მეურნეობის სკოლაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო, ამის შესახებ “გურია ნიუსს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, მომხადარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადანადგურებას გულისხმობს.
სკოლაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 9 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა, თუმცა, შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამავე თემაზე:
ხონის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლა დაიწვა _ სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები