ბერლინის საერთაშორისო კინო ფესტივალზე ლევან გელბახიანმა ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო.
დაჯილდოება 24 თებერვალს გაიმართა.
ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოეს კარლო ჩატრიანი, ელა რამფი, იონას დასლერი, ვიქტორია კარმენ სონი, მარიეტ რისენბიკი, იოანა რიბეირო, ბარტოსზ ბიელენია, ზიტა ჰანროტი, პაარუ ოია, მარტინა აპოსტოლოვა, ბილალ უაჰიბი.