ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ქალთა ანსამბლ „რეხეული”-ს საანგარიშო კონცერტი შედგა, რომელიც სიმბოლური ჟესტით, ( სიმღერით „გაზაფხული“ ) დაიწყო.
„რეხეული” 2008 წელს შეიქმნა, როგორც მგალობელ – მომღერალ გოგონათა ანსამბლი, თუმცა ფოლკლორის და საგალობლების გარდა, როგორც კონფერანსიემ აღნიშნა, საანგარიშო კონცერტისთვის ასევე აკადემიური ჟანრი შეირჩა და ახლა მაყურებლის წინაშე წარდგა, როგორც ქალთა კამერული ანსამბლი.
ანსამბლის შემადგენლობა, წინა წლებთან შედარებით, როგორც კონცერტის დასაწყისში თქვეს, დღეს „რეხეულს “ წარმოადგენენ ძალზე ნიჭიერი და კვალიფიციური მომღერლები: მზია კოიძე, თამუნა ანდღულაძე, ხათუნა სალუქვაძე, ნათია რამიშვილი, მარიამ გორდელაძე, მარიკა სურგულაძე, მაია თოთიბაძე, სალომე კვირკველია, ნუნუჩი თოიძე, ლედი კეჭაყმაძე, ნანა სალუქვაძე, ქეთი ჩხარტიშვილი, მარიამ ჯინჭარაძე, მარიამ ს შაქარიშვილი, თიკო და თეონა ბაკურაძეები, ფოტინე გორდელაძე _ ეს შემადგნლობა, თავისი ხელოვნებით, მუსიკალურობითა და მაღალი საშემსრულებლო კლასით, დიდი ხანია, გამორჩეული სიყვარულით არსებობს მსმენელთა გულებში.
ანსამბლი “რეხეული” კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრს 2019 წლიდან შეუერთდა. ანსამბლის ხელმძღვანელია ფოტინე გორდელაძე. თავდაპირველად ანსამბლი მხოლოდ საღმრთო ლიტურღიაში მონაწილეობდა, ლიხაურის ღვთისმშობლის შობის და აჭის წმ.გიორგის ტაძარში. დრო და დრო ანსამბლი მონაწილეობდა, როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში.
საანგარიშო კონცერტზე ანსამბლმა მაყურებელს წარუდგინა მრავალფეროვანი რეპერტუარი – კერძოდ, მათ შეასრულეს გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“, გიორგი სალუქვაძის მომნუსხავი „ნანა“, ასევე აფრიკული ფოლკლორის რამდენიმე ნიმუში და სიმღერები ინგლისური რეპერტუარიდან.
მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა.
ანსამბლ „რეხეულის“ კონცერტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების და ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით შედგა.