აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში პირველი მარტიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი გამკაცრდა.
კერძოდ, ცვლილებები გულისხმობს უვადო პატიმრობას, ან სიკვდილით დასჯას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების იმპორტის და ექსპორტისთვის.
„კანონი“ ე.წ. მთავრობამ გასულ წელს, აპრილში მიიღო.
“კანონი 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მინისტრთა კაბინეტს უნდა განესაზღვრა ნარკომომხმარებლები და დისტრიბუტორები და ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ, არ მოეხადათ უვადო სასჯელი. მთავრობამ ეს სამუშაო ვერ დაასრულა, კანონი კი პირველი მარტიდან შევიდა ძალაში”, – თქვა რუსულ გამოცემა “ტასსთან“ ე.წ. პარლამენტის წევრმა დიმიტრი დბარმა.
დბარის განმარტებით, კანონი მიმართულია ნარკოტიკის გამავრცელებელთა საქმიანობის აღკვეთისკენ.
დეფაქტო კანონის თანახმად, 0,5 გ მეტადონი, რომელიც ყველაზე გავრცელებული პრეპარატია დეფაქტო რესპუბლიკაში, განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, ხოლო ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს იყენებენ და არა ნარკოტიკული საშუალების გამავრცელებლები, შეიძლება უვადო პატიმრობის მუხლით გასამართლდნენ.
ადრე ნარკოტიკების შემოტანა, გატანასა და რეალიზაციაზე აფხაზეთში სასჯელის ზომად იყო 15-დან 20 წლამდე პატიმრობა იყო განსაზღვრული.