ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის შესახებ იუწყება.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამედიცინო აღჭურვილობის გლობალური დეფიციტია და ფასები იზრდება ვირუსისგან დამცავ აღჭურვილობაზე.
ორგანიზაცია მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებებს და კომპანიებს წარმოება 40%-ით გაზარდონ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსს 80 ქვეყანა ებრძვის.