„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ, რაც ჯამურად 10,797,168 ლარს შეადგენს.
კვლევაში თავმოყრილია ინფორმაცია გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკასა და სასმელი პროდუქტების, კვებისა და რესტორნის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ.
კვლევის მიხედვით, 2018-2019 წლებში გურიაში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაცემულმა ხელფასმა 2018 წელს 465, 504 ლარი, ხოლო ამავე წელს გაცემულმა პრემია, ჯიდო, დანამატებმა – 26, 940 ლარი შეადგინა. 2019 წელს 434, 462 ლარი გაიცა ხელფასის სახით, პრემია, დანამატმა, ჯილდომ კი 28, 650 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სარგებლობაში, 2019 წლის მდგომარეობით სულ 81 ავტომობილია, რომელთაგან გურიაში 2 ამორტიზებულია.
გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სულ 7 ავტომობილია, 2018 წელს მათ დიაგნოსტიკა შეკეთებაზე 19 500, ხოლო 2019 წელს 21 993 ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება საწვავს: 2018 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ავტომობილებმა 21 187 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რომლის ღირებულებამაც 45 605 ლარი შეადგინა, 2019 წელს კი 24 400 ლიტრი და მისი ღირებულება 51 845 ლარი იყო.
რაც შეეხება სატელეკომუნიკაციო ხარჯებს, 2018 წელს გურიაში 5 881 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს კი 4 956, რაც შეეხება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ მივლინებებზე გახარჯულ თანხებს 2018 წელს 3, 149 ლარი, ხოლო 2019 წელს 8, 621 ლარი დაიხარჯა.
2018 წელს სახელმწიფო რწუნებულის ადმინისტრაციის მიერ წარმომადგენლობით მომსახურებაზე (რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ.) გაწეულ ხარჯებს, 4, 468 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს კი 4 270 ლარი.