დიაბეტი, რომელიც განუკურნებელ დაავადებად ითვლება, შესაძლოა, განკურნებადი გახდეს.
The Dailymailის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამერიკელმა მეცნიერებმა თაგვებში შაქრიანი დიაბეტი განკურნეს.
„თაგვებს ჰქონდათ მწვავე დიაბეტი. სისხლში შაქრის დონე 500 მილიგრამს აღემატებოდა, რაც შეიძლება ადამიანისთვის ფატალური იყოს. როდესაც თაგვებს მივაწოდეთ ინსულინის სეკრეციის უჯრედები, ორი კვირის განმავლობაში მათ სისხლში გლუკოზას დონე ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდა და ასე დარჩა თვეების განმავლობაში“,_ ამბობენ მკვლევარები.
მკვლევარებმა წლების წინ მიაკვლიეს, რომ გარდაიქმნება უჯრედები, მაგრამ ყველა უჯრედი ინსულინს არ აწარმოებდა, გარდა ღვიძლის და სხვა მსგავსი სასიცოცხლო უჯრედების გარდა.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანის განსაკურნებლად დაახლოებით მილიარდი ბეტა უჯრედია საჭირო, თუმცა, როცა საქმე ღვიძლის ან პანკრეასის უჯრედებს ეხება, დაავადების განკურნება 25%-ით რთულდება, რადგან უფრო მეტი უჯრედია საჭირო.
მაუწყებლის ინფორმაციით, ვიდრე დაავადების განსაკურნ მეთოდს ადამიანებზე გამოცდიან მეცნიერები უნდა დარწმუნდნენ რომ ის უსაფრთხოა, რისთვისაც არაერთი ტესტი უნდა ჩაატარონ.
როგორც ცნობილია, მკვლევარების შემდეგი ნაბიჯი უფრო დიდი ზომის ცხოველების განკურნების ცდა იქნება.