https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთი დღეს _ „კორონამ კი შეგვაფუცხუნა, მარა ჩვენი იუმორიც ვაქცინაა და გადავრჩებით“

6:03; 16.03.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის ბაზრის  კულუარები

„ჩვენ ციებ-ცხელებამ ვერ  მოგვასორომგომორა  და  კორონავირუსის ცხელება რას გვიზამს?!“ _ ჩვეული იუმორს არ კარგავენ გურულები COVID 19-თან დაკავშირებითაც, თუმცა, მაინც საკმაოდ მობილიზებული გახდნენ.

რა ხდება ოზურგეთში დღეს,  ქალაქის   ქუჩებში, სავაჭრო დაწესებულებებსა და ბაზარში, ავტოსადგურებში, სხვადასხვა ორგანიზაციაში, როგორია ხალხის განწყობა, რამდენად ესადაგება გავრცელებული ჭორ-მართალი არსებულ სიტუაციას? _ „გურია ნიუსი“ შეეცადა,  ყველგან,  ადგილზე მისვლით გაერკვია. 

პირველ რიგში,  ოზურგეთის ე.წ. აგრარულ ბაზარს  ვესტუმრეთ, სადაც ანტისანიტარია, მეტ-ნაკლებად ყოველთვის სუფევს და ეს მუდამ სალაპარაკო და  მტკივნეულ პრობლემად რჩება.   მიუსაფარ ძაღლთა ყველაზე მეტ რაოდენობას  ყოველთვის  ამ ბაზარში იხილავთ და რა პრობლემის ირგვლივაც უნდა წამოიწყოთ საუბარი, აქ მოვაჭრეები მუდმივად სვამენ კითხვას, „ჯერ ის გვითხარით, ამდენ ძაღლს როდის მოგვაშორებენ?!“ _ ასე იყო ამჯერადაც…

 ბაზრის ის  კუთხე, სადაც შინაური ფრინველი თუ ცხოველი იყიდება, მოვაჭრე ქალბატონები ხელში სპირტიანი ბოთლით დაგვხვდნენ.

_ რა გინდათ, ძაღლებს მიხედეთ! ჰიგიენაზე რას გვეკითხებით, სულ ვალაგებთ.  კორონა კი არა, ძაღლები გჭამენ, მოგვაშორონ. სპირტიც აგერ გვაქვს, ხშირად ვიწმენდთ ხელებს.  ჩვენ არაფერს ვაშავებთ, ფასებიც არ გაგვიზრდია, კლიენტი ისეც არ არის, დეზინფექცია აქ სულ ხდება, ქლორით  ვამუშავებთ ყოველ საღამოს აქაურობას, _ გვითხრეს აქ.

რაც შეეხება ბაზრის ტერიტორიის  იმ ნაწილში, სადაც ნახევრად დახურული დახლებია განთავსებული და ბაზრის დირექციის ოთახია, ვერც ერთხელ ვერ ვნახეთ დირექტორი, სამაგიეროდ, იქვე მუდამ ნახავთ,  ე.წ. „ჩერეს“  თამაშში  საოცარი ექსტაზით ჩართულ  ჯგუფებს. მაგიდაზე უხვად აქვთ  ხურდა ფულის გროვები. თუ რაიმე ჰკითხე, აქეთ გეკამათებიან _ რა კორონა, რის კორონა, ჩვენ ჩვენს საქმეს  ვაკეთებთ და თქვენ თქვენსას მიხედეთ,  აქ რატომ დადიხართო.

„ეს  მამაკაცები  მთელი დღის განმავლობაში  ასე ხორხოცობენ“, _ გვითხრეს ბაზარში მომუშავე ადამიანებმა.

„თამაშობენ ფულზე და არიან.  აქ მომუშავე არცერთი არაა.   ქალაქიდან შემოდიან და არის მთელი დღე ყვირილი და ხორხოცი. არც გინებაზე ეშლებათ ხელი. დირექტორი სადაა? ვინაა ამ ბაზარში დირექტორი, ვინ მიხვდება. კია დასახური, მარა ჩვენ რა ვქნათ, საცოდავმა ხალხმა?“_ ამბობენ ისინი.

რაც შეეხება ფასებს, ბაზრის, შპს „სოფლის ნობათის“ ტერიტორიაზე განთავსებულ კერძო მაღაზიებში თუ დახლებზე გამოტანილ სოფლის პროდუქტს, შაქრის გარდა, ფასი ჯერ არ  მომატებია. რძისა და ხორცის ნაწარმი, რაც ყველაზე მეტად მოთხოვნადია, იგივე ფასში  იყიდება, როგორც _  წლის დასაწყისში.  ერთი კილოგრამი  ყველი ცხრა ლარი ღირს, ხორცი _ 16 ლარი. ერთი ლიტრი რძე _ 2 ლარი. რაც შეეხება სხვა სასურსათო პროდუქტს, რის სიუხვეც ყველა მარკეტშია,  ჯერჯერობით,  ფასი მომატებული  აქვს  შაქარს.  

კითხვაზე, თუ რატომ  არის ასეთი განსხვავება ფასში,  ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მარკეტებში, პასუხი ყველას ერთი აქვს_ „გააძვირეს, ერთ ტომარას 85-86 ლარად ვყიდულობთ და რა ვქნათ, როგორ გავყიდოთო?“

 დანარჩენ კითხვებზე, რაც ჰიგიენას  ეხება, თუ რატომ არ უკეთიათ მოვაჭრეებს ერთჯერადი ხელთათმანები, რატომ არ არის პური  შეფუთული მითითებისამებრ, გვპასუხობენ, რომ „შეფუთული  ფორმით ქარხანამ  უნდა მოგვაწოდოს, ჩვენ კი ადგილებზე ერთჯერადი პოლიეთილენის პარკები გვიდევს და მყიდველებს ვეუბნებით , რომ ამ პარკის დახმარებით აიღონ“.

აქვე შევნიშნავთ, რომ პური  შეფუთული სახით, მხოლოდ იმ მარკეტებში იყიდება, რომლებშიც აქამდე იყიდებოდა. მაგალითად, „მაგნიტის ქსელში“, ნაწილობრივ _ „მოდერნში“.  დანარჩენ სივრცეებში პური შეფუთული არ არის.

რაც შეეხება  ერთჯერადი ხელთათმანის  გარეშე მუშაობას, მოლარე-ოპერატორები თუ მოვაჭრეები გვეუბნებიან, რომ „ხელები მოეხარშათ“ , სული ვერ მოითქვეს და ამიტომ მხოლოდ დროდადრო იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი შემოვლის დროს, არაერთგან ვნახეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები,  რომლებიც სისუფთავისკენ მოუწოდებდნენ მაღაზიების მფლობელებს და არაერთგან  ეს ხმაურის მიზეზიც გახდა _ ზოგი თავს იმართლებდა, რომ მაღაზიის კართან ნაგვით სავსე „კარდონის ყუთი“ ვიღაცამ დადგა…

რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებებს, ჰიგიენას და  ქალაქის ავტოსადგურში არსებულ  ვითარებას, აქ ადგილზე დაგვხვდა  დირექტორი,  შალვა ორაგველიძე.

_ ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთი მცდელობაა,  გააზვიადონ არსებული ვითარება  ან გაავრცელონ ჭორები. ჩვენ სასწაულმოქმედი არ ვართ,  თუმცა, მითითებებსა და დავალებებს ვასრულებთ. ვფიქრობ, საკუთარ თავს და სამსახურს, ჩვენზე უფრო ვერავინ უგულშემატკივრებს.  აგერ, გაჩვენებთ, ადგილზე გვაქვს იოდზეფის  სითხე.  მითითებული წესის მიხედვით  ვაზავებთ  წყალში და ყოველ საღამოს ხდება ტრანსპორტის დეზინფექცირება. ადგილზე, სამსახურში, ყველა თანამშრომელს აქვს სტერლიუმის სითხე, ეს ჩვენი სახსრებით შევიძინეთ. ხელების დამუშავება, მაგიდის ზედაპირის  გასუფთავება-გადაწმენდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია.  იმედიანად ვართ, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, _ გვითხრა ორაგველიძემ.

_ ოთხჯერადი მარლის პაკეტი მოვამზადე და ფენებს შორის ბამბა ჩავდე. ასე გავაკეთე ნიღაბი. პაატა იმნაძეს ვუსმინე ტელევიზიით, ასე  გვირჩია. არ იყო აფთიაქში და გავაკეთე შინ. ხალხი შოკში არ უნდა ჩააგდოს ტელევიზიებმა! სიფრთხილისა და თავდაცვისკენ მოწოდება,  მშვიდად და დამაჯერებლად შეიძლება, აი ისე, აკაკი რომ ამბობს _ „ხმალზე უფრო ძლიერად ჭრის, პატარა და რბილი  ენა“,  _ გაიგონ პანიკიორებმა, _ლექსის სტრიქიონებიც მოაყოლა საუბარს გამყიდველმა,  რუსუდან ლომთაძემ.

ყველაზე რთული ვითარება, რაც ვიხილეთ, იყო  პენსიონერთა თავშეუკავებელი ქცევა, „ლიბერთი ბანკის“  წინ და ასევე, აღნიშნული ბანკის მანქანებთან. არაერთი ხანდაზმული, რომელიც თვით დაცვის პოლიციის წარმომადგენელს არ ემორჩილებოდა, აქეთ შემოგვწყრა: „საქმე  დაგელიათ? ვინ გეკითხებათ ჩემს რიგს? ორ კაპიკს გვაძლევენ პენსიას, 20 ლარი ძლივს მოგვიმატეს  და ესეც არ ავიღოთ?“ _ გვითხრა  ერთმა და წყევლაც მოაყოლა.

ჩვენ დავუკავშირდით ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა,  ეკა მგელაძემ  „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთა: 

„კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მართვის საგანგებო- ეკექტრონულ ფორმაზე გადავიდა.

თანამშრომლები მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე.

ადგილზე დარჩა მცირე კონტინგენტი, რომლებიც აუცილებელია მართვისა და მოსახლეობისაგან კორესპონდენციების მიღებისათვის.

1 აპრილამდე ადმინისტრაციულ შენობაში ნაწილობრივ შეიზღუდა მოქალაქეთა შესვლა.

საჯარო მოხელეებს, ვისი ყოფნაც ამ ეტაპზე არ წარმოადგენს აუცილებლობას, მუდმივი კონტაქტი ექნებათ სამსახურის უფროსებთან და ელექტრონული საქმის წარმოების მეშვეობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ეს არ ეხება პოლიტიკურ თანამდებობის პირებს.

პრევენციის მიზნით, მოვუწოდებთ მოქალაქეებს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ადმინისტრაციებში მისვლისგან. მათ შეუძლიათ განცხადებები და მათთვის საინტერესო საკითხები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნონ ან დარეკონ ცხელ ხაზზე“

რაც  შეეხება  გურულ  იუმორს, რასაც აქაურები არასდროს ივიწყებენ და ურთულეს სიტუაციაშიც კი მხოლოდ მცირედით  თუ  გაურევენ სარკაზმს,  ამჯერად ასე ხუმრობენ:

„კორონავირუსი რო არ შეიჭრას ორგანიზმში,  ხელი არ მოისვათ თვალზე, ცხვირზე და პირზეო და ყური სხვისია?  თუ სხვა ადგილიდან არ შეიჭრება მაი დასაღუპი ვირუსი, ნეტაი?“;  „გურულის პირბადე ყაბალახია, იცის, როიც მეიხმაროს“;  „დაგვეთხუეთ, დეზინფექცია თვითან  რო სჭირია, იმფერი მაინც ნუ გვასწავლის სისუფთავეს, თვარა დავბანთ  ქალაქის ცენტრში“;  „კორონამ კი ჩამეიქროლა და  შეგვაფუცხუნა, მარა  გურულის  იუმორიც ვაქცინაა  და მაი ვეფერს დაგვაკლებს ჩვენ“…

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21 თებერვალი, 2026

"მოდუნდით და გემრიელად მიირთვით" _ დონალდ ტრამპი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩოხატაურში

ყველა სიახლე

საზოგადოება

“საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოჭრა” _ შემზარავი ფაქტი ბათუმში

19:28; 22.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო