15 მარტს, ჩოხატაურში გაიმართა მონადირეთა ჯგუფ “ძამას” ჩემპიონატი სპორტინგში, რომელშიც ჩოხატაურელი, ოზურგეთელი, ლანჩხუთელი და ბათუმელი მონადირეები და მოყვარულები მსროლელები მონაწილეობდნენ. ყველა მათგანს თანაბარი შანსი ჰქონდა, თავი წარმოეჩინა. შეჯიბრმა საკმაოდ ემოცური ბრძოლის ფონზე ჩაიარა.
ღირსეულ პაექრობაში, საბოლოოდ, პირველი ადგილი ქობულეთელმა სოლომონ მახარაძემ დაიკავა, მეორე ადგილი წილად ხვდა ოზურგეთელ არჩილ სარჯველაძეს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი, ასევე ოზურგეთელი მიხეილ ნიკოლაიშვილი გახდა.
პრიზიორებს აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა რომან ჯიქიამ სიგელები და მედლები გადასცა.