ევროპის ჩემპიონი, ლოზანის გრან პრის გამარჯვებული, ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
“როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, მგზავრები სკანერ-კონტროლით შეგვამოწმეს, შემდეგ კი პასპორტ კონტროლი გავიარეთ. იქვე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სამართალდამცავებმა ქვეყანაში
ამოქმედებული რეგულაციები გაგვაცნეს. მიუხედავად იმისა, რომ არ მხიბლავდა თვითიზოლაციის პერსპექტივა, დაუყოვნებლივ დავემორჩილე მათ მოთხოვნას. ყველას მოგიწოდებთ აუცილებლად დაემორჩილეთ იმ რეგულაციებსა და რჩევებს, რომლებსაც პროფესიონალებისგან ვიღებთ. ამით დავიცავთ ჩვენს თავს,
ოჯახებს, საზოგადოებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქართველ ექიმს და განსაკუთრებით ბატონ
ამირან გამყრელიძეს ამ მძიმე სიტუაციაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის!”,_ ამბობს ვიდეომიმართვაში ნანა ძაგნიძე.