“დაავადების პროგრესირების დრო 14 დღიდან 20 დღემდე გაიზარდა“,_ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიციო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმითვე, ჯერ საუბარი, რომ მეორე პაციენტმა დატოვოს საავადმყოფო არ არის.
„ჯერჯერობით ჩვენთან დაკვირვებას გააგრძელებს. გუშინ რომ გაეწერა პაციენტი, გასული იყო ჩვენთან ყოფნის სამკვირიანი ვადა და ორჯერ მოუვიდა უარყოფითი პასუხი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად 34 პირია დაინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში კი იმყოფება 1 008 მოქალაქე.