„ამერიკელ სამხედროებს კორონავირუსი ჩინეთში არ შეუტანიათ“, _ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა.
მისი თქმით, ჩინეთის მხრიდან მსგავსი ბრალდება „უნამუსობაა“.
12 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლინცზიანმა გამოთქვა ვარაუდი, რომ კორონავირუსი უჰანში ამერიკელმა სამხედროებმა შეიტანეს. მას არ უთქვამს, როგორ მოახერხეს სამხედროებმა კორონავირუსის გავრცელება უჰანში, თუმცა, მოუწოდა შეერთებულ შტატებს. „იყოს გულახდილი, გამოაქვეყნოს მისი მონაცემები და ყველაფერი ახსნას“.