ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იპოვეს ეფექტური პრეპარატი, რომელიც კორონავირუსით დაავადებული პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს, _ იუწყება NHK WORLD JAPAN.
ჩინეთის ბიოტექნოლოგიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ჩჟან სინმინის თქმით, პრეპარატი „ავიგანი“ 320 დაინფიცირებულზე გატესტეს.
პაციენტებს, რომლებმაც ეს წამალი მიიღეს, სიცხე სულ რაღაც ორ დღეში ჩამოუვიდათ 36.6 გრადუსზე, მაშინ, როცა ეს პროცესი ჩვეულებრივ 4 დღეზე დიდხანს გრძელდება.
გარდა ამისა, პაციენტებს ხველება შეუწყდათ 4,5 დღეში, ნაცვლა 6 დღისა.
გამოკვლევებმა ცხადჰყო, რომ ფილტვების მდგომარეობა გაუუმჯობესდა პაციენტების 91 პროცენტს.
აღსანიშნავია, რომ „ავიგანს“ არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული გვერდითი მოვლენები.