კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები გამკაცრდება. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა.
“თითოეულ სამინისტროს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია, დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლოა ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე”, – განმარტა მან და დასძინა, რომ ეს პრევენციისთვისაა საჭირო.