საფეხბურთო კლუბ „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს პაოლო მალდინის კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ repubblica.it წერს.
გამოცემის ინფორმციით, პაოლო მალდინისთან ერთად დაინფიცირებულია მისი შვილიც, დანიელ მალდინი.
ორივე თავს კარგად გრძნობს და კარანტინში იმყოფება.
ბოლო ინფორმაციით, იტალიაში COVID19-ით 793 ადამიანი გარდაიცვალა, 4821 დაინფიცირდა, 943 ადამიანი კი განიკურნა.