ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია.
„ხუთი ახალი პაციენტიდან 2 ჩვენს ცენტრშია მოთავსებული. ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან, მეორე შემთხვევა, რომელიც ჩვენს ცენტრშია, არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთ ჯგუფთან კონტაქტი და არის ბავშვი. მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის მძიმე და იმედია არ იქნება, უკვე 5 ბავშვი გვყავს ჩვენ ცენტრში და ხუთივეს მდგომარეობა მართვას ექვემდებარება.
დანარჩენი ახალი პაციენტები სხვა ცენტრებში არიან მოთავსებულები, მათგან ერთი არის კონტაქტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტებთან და 2 არის შემოტანილი შემთხვევა. მათი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. ის ვინც ჩვენი პაციენტების კონტაქტები არიან ყველანი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეში. 5-დან მხოლოდ 2 არის ახალი შემთხვევა, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთასთან ერთად გახდა ცნობილი და საკარანტინო სივრცეში მოთავსდნენ,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.