კორონავირუსით, სეგოვიაში 89 წლის იტალიელი კინოვარსკვლავი, ლუჩია ბოზე გარდაიცვალა. ცნობა გამოაქვეყნა გაზეთმა El Pais-მა ( ქ-ნ ბოზეს ოჯახის წყაროებზე დაყრდნობით).
ლუჩია ბოზე ცნობილი გახდა 1947 წელს, როცა სილამაზის კომკურსზე, მის იტალიის ტიტული მოიპოვა. მაშინ იგი 16 წლის იყო. მას შემდეგ ლუჩიამ თავისი კარიერა სამსახიობო ხელოვნებას მიუძღვნა. ითამაშა ლუის ბენუელის რამდენიმდე ფილმში, ასევე ჟან კოკტოსა და ფედერიკო ფელინის ფილმებში.
1955 წლის 1 მარტს ლუჩიამ ტორეადორ ლუის მიგელ დომინგინეზე იქორწინა. მათ 3 სამი შვილი შეეძინათ, მიგელ ბოზე, ლუსია დომინგინი და პაოლა დომინგინი. მას 10 შვილიშვილი დარჩა.
მისმა ვაჟიშვილმა მიგელ ბოზემ Twitter ში დაწერა: “ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ დედაჩემი, ლუჩია ბოზე გარდაიცვალა. ახლა ის საუკეთესო ადგილას არის”.