გაერო-ს გენრალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მსოფლიო მასშტაბით ყველა კონფლიქტის მონაწილეს მოუწოდებს, რომ დაუყონებლივ მოხდეს გლობალური ცეცხლის შეწყვეტა და კორონავირუსის პანდემიისგან მოხდეს მოქალაქეების დაცვა.
„ვირუსის რისხვა ასახავს ომის სისულელეს. მოვუწოდებ, მსოფლიოს ყველა კუთხეში სასწრაფოდ შეწყდეს ცეცხლი.
დროა შეიარაღებული კონფლიქტის კარანტინი მოხდეს და ერთად გავამახვილოთ ყურადღება სიცოხლისთვის ჭეშმარიტ ბრძოლაზე.
დაადუმეთ იარაღი, შეაჩერეთ არტილერია და საჰაერო ხომალდები“,_ განაცხადა გუტერეშმა.