ხვალიდან,25 მარტიდან ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალქეებს უფასოდ მოემსახურება , – ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვინაიდან არ გვაქვს უკონტაქტო გადახდა, მგზავრები თანხას იხდიან ნაღდი ფულით, ეს იწვევს ინფექციის გავრცელების რისკს, გადავწყვიტეთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მოქალაქეებს მოვემსახუროთ უფასოდ. აქვე მინდა აღვნიშნო , რომ ეს არ არის ტრანსპორტის წახალისება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები. მხოლოდ აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაავდგილდეთ. ახალი რეგულაციების მიხედვით, ასევე მოქალაქეების ტრანსპორტირება სოფლების მიმართულებით ბოლო რეისი 18:00 საათზე შესრულდება. გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ გადაწვეტილებას“-აღნიშნა შენგელიამ.
მისივე თქმით, ტრანსპორტში მოქალაქეების რაოდენობას შესაბამისი სამსახური გააკონტროლებს.