ზუგდიდში სააკაშვილის ბიბლიოთეკის მოხალისეების მიერ პირბადეების დარიგებას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
განვითარებულ მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ხალხი იცავს დისტანციას, მაგრამ ზუგდიდში დღეს იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და პოლიციამ როგორც ჩანს ისე ვერ იმუშავა, როგორც იმუშავა წინა დღეებში.
ამაზე ატყდა ერთი ამბავი ხელისუფლების მხრიდან, რომ ბიბლიოთეკამ დაარღვია უსაფრთხოების წესები.
რამდენიმე დღის წინ,ჩემს საჯარო მიმართვაში,მივმართე ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით,რომ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკას აქვს ყველა ის საჭირო დამცავი ატრიბუტი,რაც ვირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია და მივმართე თხოვნით მთავრობას წაეღოთ ეს მარაგი და თავად უზრუნველეყო მოსახლეობისთვის დარიგება. მათ უგულველყვეს ეს შეთავაზება და ახლა აქეთ ბრალს დებენ ბიბლიოთეკას და მის მოხალისეებს“,_ აცხადებს სააკაშვილი.