UEFA-ს პრეზიდენტის, ალექსანდრ ცეფერინის განცხადებით, მიმდინარე სეზონი შეიძლება დაიკარგოს, თუ ივნისის ბოლომდე არ დაიწყება.
ევროპაში საფეხბურთო ლიგების უმეტესობა შეჩერებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. ევრო 2020-ის ტურნირი კი ერთი წლით გადაიდო.
ცეფერინის თქმით, სეზონის დასრულება დახურულ კარს მიღმაა შესაძლებელი.
„თუ ვერ მოვახერხებთ დაწყებას, სეზონი ალბათ დაიკარგება. სამი ვარიანტია დაიწყოს მაისის შუა რიცხვებში, ივნისში ან ივნისის ბოლოს.
ძნელი წარმოსადგენია ჩემთვის ყველა მატჩის დახურულ კარს მიღმა ჩატარება, მაგრამ ჯერ არ ვიცით განახლდება თუ არა მაყურებლების ან მაყურებლების გარეშე“,_ თქვა მან.