უცნაური დროა, მილიონობით ამერიკელი კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში რჩება, ისინი მოწყენილობის გამო იტანჯებიან, ამიტომ ამერიკელმა პროგრამისტებმა დენიელ აჰმადიზადემ და კრისტოფერ სმედერმა კარანტინში მყოფებისთვის გაცნობის ახალი აპლიკაცია შექმნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პროგრამისტებმა დომენი აშშ-ში 8 მარტს შეიძინეს, ხოლო აპლიკაციის ,, QuarantineTogether.com” – ი 15 მარტს ამუშავდა და მას უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს.
როგორც პროგრამისტი ამბობს, მას კალათბურთის თამაში უყვარს, რაც ახლა შეუძლებელი გახდა, სახლში კი მოწყენილობაა, როგორც ბევრი ამერიკელის ცხოვრება, ამიტომ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო ონლაინ გაცნობის აპლიკაცია, რითიც ადამიანებს დაეხმარებოდა მოწყენილობისგან გასათავისუფლებლად.
„ხალხი სახლში უნდა დარჩეს, მაგრამ ამ დროს მოწყენილები არიან. ამიტომ გვინდოდა რაღაც ისეთი შეგვექმნა, რაც ხალხს დაეხმარებოდა და ჩვენი მოწყენილობის პრობლემასაც მოაგვარებდა“, – აცხადებს აჰმადიზადემი.
აპლიკაცია მუშაობს ყოველდღე, საღამოს 6 საათზე ის მომხმარებლებს ეკითხება დაიბანეს თუ არა მათ ხელები. თუ პასუხი დადებითია, მათ ტექსტური შეტყობინების მეშვეობით სხვა მომხმარებლებთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. შეტყობინების გაცვლიდან 15 წუთში კი მომხმარებლებს ვიდეოჩატის ფორმატში შეუძლიათ ურთიერთობის გაგრძელება.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 2 484 ადამიანი ემსხვერპლა, 142 178 ათასი კი ინფიცირებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.