ონლაინ სწავლების პლატფორმა აქტიურად ამოქმედდა და ამ ახალ რეალობას, რა თქმა უნდა, კურიოზებიც თან სდევს.
ნაგვის გადასაყრელას გავედი, გვერდით კარიდან მეზობელი კაცის ხმა ისმის: ტრუსიკით ვერ გამივლია ჩემს სახლში, ხან ერთის მასწავლებელი მიყურებს, ხან _ მეორესიო.
ჩემი და რომ დაიყვირებს, გაკვეთილი მეწყება და თქვენი ხმა არ გავიგოო, მამაჩემი მაგიდასთან ჯდება, ხელებს ზურგსუკან იწყობს და მოსასმენად ემზადება.
დედაჩემი რომ ამეცადინებს ბავშვებს, მეც ვწესრიგდები, კადრში რომ მოვხვდე, შიანურულად არ ვიყო, მაინც შიდა სკოლაა, მაგიდის ქვეშ კი ჩუსტებს ვაცმაცუნებ.