აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძეს თქმით, ხულოს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს,საკარანტინო პერიოდი გასული აქვს.
„მას გასული აქვს საკარანტინო პერიოდი. ის თურქეთიდან დაბრუნდა ხულოს მუნიციპალიტეტში. მას ახლა აღმოაჩნდა მაღალი ცხელება და ახლა ველოდებით პასუხს აქვს თუ არა კორონავირუსი,“_ აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხულოდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ქალი გადაიყვანეს.
მიქელაძის თქმით, ის ნაკლებად ფიქრობს, რომ ქალს აღმოაჩნდეს კორონავირუსი.