კორონავირუსის გამო საფრანგეთის ხელისუფლებამ 6 266 პატიმარი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა ,,AFP” წერს
გამოცემის ინფორმაციით, ადრეული გათავისუფლების გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ციხეების გაუქმება მოხდა. საფრანგეთში, 1 აპრილის მდგომარეობით, 188 ციხეში 6 6309 პატიმარი იყო.
საფრანგეთის იუსტიციის დეპარტამენტმა, აღნიშნული გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ციხეებში კორნავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.
,,პატიმრების ადრეული გათავისულების მიზანია, ციხეებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილება. ამ გადაწვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, როცა ციხეებში ვირუსით ინფიცირება დადასტურდა”,_ ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
საფრანგეთში COVID 19 -ით ინფიცირება 48 პატიმარს და ციხეების 114 თანამშრომელს დაუდგინდათ.