ზუგდიდში, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა “წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდს” ავტომობილი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში აღნიშნული ფონდის ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ავრცელებს.
„არც კი ვიცი ასეთ დროს რა უნდა დავწერო….
გეგი შენ ხარ სიკეთე ბიჭი,
შენ ხარ გული, რომელიც მუდამ სხვაზე ფიქრობს,სხვის ბედნიერებაზე, სიხარულზე და სიყვარულზე
ეს თითოეული თქვენთაგანის მანქანაა მეგობრებო, რომელიც გეგიმ შემოსწირა წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდს იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმეები. ნებისმიერ დროს გვერდში მიგულეთ.
გეგი,
ღმერთმა მოგცეს ძალა სიკეთის კეთებისა“,_ წერს ფაცაცია.