ზუგდიდის აგრარული ბაზარი, რომელიც 6 აპრილს დაიხურა, დღეს ნაწილობრივ გაიხსნა.
აგრარულ ბაზარში დაცულია სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები. ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ. ასევე, ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან. ამჯერად, ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნეულის სექცია ფუნქციონირებს. პარალელურად, წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები. იმ შემთხვვაში, თუ ისინი დააკმაყოვბილებენ არსებულ მოთხოვნებს, ფუნქციონირებას შეძლებენ.
ბაზარში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები. ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები უწევენ.
“ნორმების დაუცველობის შემთხვევაში, აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე კვლავ გატარდება მკაცრი ზომები, _ აცხადებენ ისინი.