კიევ-პეჩორის ლავრაში კარანტინი დაწესდა, _ ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ონლაინ პრესკონფერეციის დროს განაცხადა. ინფორმაციას სამაუწყებლო ტელევიზია ,,112.ua“ ავრცელებს.
კიევის მერის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსში 90-ზე მეტი სასულიერო პირის კორონავირუსით ინფიცირების გამო სრული კარანტინი გამოცხადდა.
სამაუწყებლო არხის ,,112“ – ის ინფორმაციით, ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ გასული დღის განმავლობაში, ვირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 63 ინფიცირების შემთხვევა ლავრაში გამოვლინდა. საერთო ჯამში, სამონასტრო კომპლექსში კორონავირუსის 90-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.
,,კიევ-პეჩორის ლავრა, დედაქალაქის საგანგებო სიტუაციების კომისიის გადაწვეტილებით დაიხურა და გამოცხადდა სრული კარანტინი. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, აკონტროლონ ამ გადაწვეტილების დაცვა“, _ განაცხადა კლიჩკომ.
მისივე თქმით, ქალაქის მერია ლავრას გადასცემს მობილურ რენტგენებს და სამედიცინო ჯგუფს, რომ შეაგროვონ ნიმუშები PCP ტესტირებისთვის, რადგან რეალური ფოკუსირება მოხდეს დაავადებასთან დაკავშირებით.
ასევე, ლავრის ადმინისტრაცია, მორწმუნეებს სთხოვს, რომ COVID-19 -ის გავრცელებასთან დაკავშირებით, აღდგომის ღვთისმსახურებას მოუსმინონ ონლაინ რეჟიმში, რომელიც კვირას, 19 აპრილის, 8:00 საათზე დაიწყება კიევ-პეჩორის ლავრის ტაძარში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფექციას 93 ადამიანი ემსხვერპლა, 3 102 ადამიანი კი დაინფიცირდა.