ეს არ არის ის, რაც საქართველომ გამოიგონა. ეპიდემიოლოგები, შესაბამისი დარგის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ არის გარკვეული ღონისძიებები. კლასიკაა, ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში რისკის შესამცირებლად, – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ, გიგი წერეთლის მიერ გაჟღერებულ კრიტიკულ შენიშვნებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით.
„ევროპული საქართველს“ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ აბსურდულია როდესაც ოჯახის წევრები მანქანაში ერთად სხდომისთვის ჯარიმდებიან.
„15 და 20% ოჯახი ზის და 80%-ის შემთხვევაში პატრულმა უმოწმოს ქორწინების მოწმობები თუ რა აკეთოს ეს მეორე საკითხია. კომპანიები რატომ იხურება? იმ კომპანიაში 1000 და 1500 ადამიანი მუშაობსო ამბობთ. ეს არის ჩვენი არგუმენტიც. თუ მობილობას დავწევთ ე.ი. რისკს შევამცირებთ. ეს კომპანიები იმიტომ იხურება დროებით, რომ მალე გაიხსნას. გავხსნით ხვალ და მერე იძულებული ვიქნებით დავკეტოთ სექტემბრამდე, ოქტომბრამდე ან წლის ბოლომდე. ამის გააზრება რთული რატომ არის მე ვერ ვხვდები. რაც შეეხება კომენდანტის საათს. ყველაზე პესიმისტური გათვლით, კომენდანტის საათის შემდგომ რა აქტივობებიც იყო პროცენტულად, ამდენითვე შემცირდა რისკები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.