დღეს რამდენიმე პაციენტთან განმეორებით ტესტზე უარყოფით პასუხს ველოდებით, რის შემდეგაც ისინი კლინიკიდან გაეწერებიან- ამის შესახებ თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, ამ დროისთვის მათ ცენტრში 40 პაციენტს მკურნალობენ, მათგან სამი კი – რეანიმაციულ განყოფილებაშია.
„მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა 2 მათგანის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ასევე გვყავს ახალი პაციენტები, მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ და მათ ჯანმრთელობაზე დეტალები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი,“_ განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
საქართველოში კორონავირუსი 272 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
წყარო:იმედინიუსი