“ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს და ახლა ილია მეორე ულაწუნებს ივანიშვილს”, _ ამის შესახებ “რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრა.
ბერძენიშვილის თქმით, საპატრიარქოსა და ხელისუფლება ერთმანეთს აშანტაჟებენ.
“ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს და ახლა ილია მეორე ულაწუნებს ივანიშვილს. ივანიშვილს, რომელიც აორთქლდა საერთოდ, რომელიც ერთადერთი ხელისუფალია, რომელიც არ ეჩვენება ხალხს. გახარიას კი ივანიშვილისგან ცალკე წნეხი აქვს და ილია მეორისგან ცალკე”, _ განაცხადა ბერძენიშვილმა.