აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო BILD Live-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ დადგება დრო, როდესაც ყველას მოგვიწევს იმის გაგება თუ რა მოხდა, რათა მათ, ვინც კორონავირუსის ეპიდემიაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ.
ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი უნდა აგოს თუ არა ჩინეთმა, იმ ზიანზე, რომლის სახელმწიფოებმა განიცადეს უხანში დაწყებულ ეპიდემიის გამო, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნულ კითხვაზე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გაგება, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამჟამდ კი საჭიროა კონცეტრირება მიმდინარე სამუშაოებზე
,,ჩვენ გლობალური დებატები გვჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ და სად დაიწყო ეს ყველაფერი. დადგება დრო, როდესაც დამნაშაავები პასუხს აგებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ამჟამად კი საჭიროა კონცენტრირება მიმდინარე სამუშაოებზე, რათა კვლავ გავხსანთ ამერიკული და მსოფლიო ეკონომიკა. ბრალდებებისთვის დრო კიდევ დადგება“ – განაცხადა მაიკლ პომპეომ
მან, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებმა, მათ შორის ჩინელმა მეცინერებმა, მონაწილეობა მიიღონ იმის დადგენაში, თუ სად დაიწყო და წარმოიშვა ვირუსი,თუ როგორც გავრცელდა ის.