ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში და დაბა ლაითურში თერმოსკრინინგი ჩატარდა.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა პრიცინპით შეირჩა ეს ორი დაბა?! ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თერმოსკრინინგი ყველგან ჩატარდება. პირველ რიგში სიცხის გაზომვა დიდი დასახლებებიდან დაიწყო და გაგრძელდება ყველა დასახლებულ პუნქტში.
გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, არჩილ მჟავიას თქმით, დაბა ნასაკირალიდან ალბათ იმიტომ დაიწყო თერმოსკრინინგი, რომ იქ მცხოვრები ორი ადამიანი იმყოფებოდა ქობულეთში სტუმრად.
„როგორც ცნობილია, 4 აპრილს ისინი იმყოფებობდნენ 60 წლის ქალბატონის მოსანახულებლად ქობულეთში, მაგრამ ისინი არ ჩასულან ეზოში ანუ ახლოს კონტაქტებში არ იმყოფებოდნენ. მაგრამ, ქობულეთელმა ეპიდოლოგებმა გასცეს რეკომენდაცია მომხდარაყო თერმოსკრინინგი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ღონისძიება არის და ამავე დროს თერმოსკრინინგი ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია,“-თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს არჩილ მჟავიამ.