თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლინდა და სამივე ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია.
მისი თქმით, ახალი ინფიცირებულების წყარო, ე.წ „სასწრაფოს კლასტერია“ და სვანეთის წყარო.
„გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყაროებიდან და სვანეთის წყარო“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომსაქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში – 5015 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 573, – ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.