საქართველოში კორონავირუსით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე უკვე განთავსდა.
საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინის რეჟიმში – 5160 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579, – ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.