,,პანდემიის დროს სექსი კარგია, სექსი ჯანმრთელობაა“ – ამის შესახებ დანიის ჯანდაცვის მინისტრმა, სერენ ბროსტრემისმა განაცხადა.
როგორც ადგილობრივი მედია The local.dk წერს, სერენ ბროსტრემა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ხელისუფლების მკაცრი მიდგომა სოციალური დისტანციის შესახებ, სექსზე არ ვრცელდება, როგორც შემთხვევითი, ისე მუდმივი ურთიერთობის დროს.
,,მკაცრი თვითიზოლაციის წესები არ ვრცელდება არც შემთხვევით და არც მუდმივ პარტნიორთან სქესობრივ აქტზე. სექსი კარგია, ის სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ჩვენ სექსუალური ქმნილებები ვართ და რათქმაუნდა, ამ სიტუაციაშიც შეგვიძლია სექსით დავკავდეთ. რა თქმა უნდა, ჰაერწვეთოვანი გზით დაინფიცირების რისკი ნებისმიერი კონტატქის დროს მაღალია, მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა სქესობრივი აქტის ჩატარების,“ _ განაცხადა ბროსტრემისმა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრესკონფერენციაზე, ასევე დანიის ინფექციური დაავადების სააგენტოს დირექტორმა, კურელ მალბაკმა განაცხადა, რომ სოციალურმა დისტანციებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გაცნობას და სექსუალურ შეტევებს.
,,არ მგონია, შეხვედრას უნდა შეეხოს აკრძალვა, ეს მხოლოდ უფრო დიდ შეკრებასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ გვქონდეს ასეთი კონტაქტები, განსაკუთრებით კი მუდმივ პარტნიორებთან,“_ განაცხადა მალბაკმა.